აფხაზეთში რუსი მეწარმე გაიტაცეს

kobaxiaაფხაზეთში რუსეთის მოქალაქე, ბიზნესმენი გაიტაცეს – პროკურატურამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ამისშესახებ აფხაზეთის დე-ფაქტო შს მინისტრმა ასლან კობახიამ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, შემთხვევა ოჩემჩირის რაიონში მოხდა. უცნობმა პირებმა მეწარმე ვაჩაგან პეტროსიანი გაიტაცეს, რომელიც ოჩამჩირის ასფალტის ქარხნის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირია. კობახიას თქმით, გამტაცებლებმა პეტროსიანი და მისი კომპანიონი პოლიციის ყალბი მანქანით გაიტაცეს და სოფელ ცაგერში წაიყვანეს, სადაც აფხაზეთ-საქართველოს ომის შემდეგ არავინ ცხოვრობს. პეტროსიანის კომპანიონი გაანთავისუფლეს, თუმცა, უცნობია თვითონ ბიზნესმენი სად წაიყვანეს.
მიმდინარეობს გამოძიება.

banner
წინა სტატიაშისოფელ დიდინეძში მომხდარ ინციდენტში მონაწილე კახა ქირიას დაკითხვა ზუგდიდის სამმართველოში დასრულდა
შემდეგი სტატიაგიორგი ბარამიძე: ქართულმა ოცნებამ” ამ წლების განმავლობაში ყველაფერი გააკეთა, რომ კრიმინოგენული ვითარება დამძიმებულიყო