აფხაზეთში რუსი კონტრაქტორი სასტიკად სცემეს

სოციალური ქსელით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაბა აგუძერის სამხედრო ჰოსპიტალში დღეს მიიყვანეს გუდაუთის რუსული სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურე (კონტრაქტორი), რომელიც გუშინ სასტიკად სცემეს ახალი ათონის მილიციის თანამშრომლებმა.ინფორმაციას ავრცელებენ აფხაზი მოქალაქეები.


როგორც ისინი წერენ, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურად მძიმეა.
თავად რუსი სამხედრო მოსამსახურე სდუმს, რადგან, სავარაუდოდ, აფხაზურმა სპეცსამსახურმა აუკრძალა მას ამ თემაზე საუბარი. მან არც აგუძერის მილიციას მისცა ჩვენება და განაცხადა, რომ არა აქვს უფლება „გასცეს საიდულმო“ მისი ცემის შესახებ.

banner
წინა სტატიაშილეხ ვალენსა ჰოსპიტალიზირებულია
შემდეგი სტატიათბილისის დროით 00:26 საათზე მიწისძვრა მოხდა