აფხაზეთში რუსეთის სამ მოქალაქეს ყაჩაღები დაესხნენ თავს

ამა წლის მაისში, აფხაზეთში საცხოვრებლად გადავიდა ოჯახი სანკტ–პეტერბურგიდან, რომელიც დასახლდა გუდაუთის რაიონის სოფელ ხიპსთაში (ოკუპაციამდე – ახალსოფელი). 31 ივლისს მათ სახლში სამი ნიღბიანი პირი შეიჭრა და იარაღის მუქარით მოსთხოვა ოჯახის წევრებს რემონტისთვის გადადებული ფული და ფასეულობები.
როგორც თავად დაზარალებულნი ჰყვებიან, ორ ყაჩაღს ხელში ავტომატი ეკავა, მესამეს კი – პისტოლეტი. ბანდიტებმა ოჯახის უფროსს, ანატოლი ივანოვს, თავში უთო ჩაარტყეს, მისი მეუღლე, ვალენტინა ბიკოვეცი, ცხელი უთოთი აწამეს,ხოლო მათთან სტუმრად მყოფ პიროვნებას, ასევე რუსეთიდან, კონდახი ჩასცეს.
საბოლოოდ, ყაჩაღებმა გაიტაცეს ფული, ავტომანქანა და მიიმალნენ.

banner
წინა სტატიაშირუსეთი ცდილობს, ძალით შეცვალოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები
შემდეგი სტატიათაღლითობასთან ბრძოლის სამმართველო სიგარეტის გიგანტ British American Tobacco-ს კანონმდებლების მოქრთამაშვი ამხელს