აფხაზეთში რუსეთის მოქალაქე საკუთარ სახლში მოკლეს

დაუდგენელმა პირებმა აფხაზეთში რუსეთის მოქალაქე საკუთარ სახლში მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. შსს ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებული ნიღბიანი უცნობი პირები, რომლებიც კოსტრომის მკვიდრი მიხაილ მასლოვის სახლში შეიჭრნენ, სახლის პატრონმა შენიშნა. თავდამსხმელებმა მას ესროლეს და ფეხში დაჭრეს.

მიღებული ჭრილობებისგან მასლოვი გარდაიცვალა. დამნაშავეებმა მიმალვა მოახერხეს.

წყარო: NEW POST

banner
წინა სტატიაში,,ლიდერი ქართულ ოცნებას “ალაგებს” შემდეგი ფორმულით”-რას წერს გია ხუხაშვილი?!
შემდეგი სტატია“დღე არ გასულა ისე, რომ არ მეფიქრა შარლოტას დაღუპვაზე”-რა უთხრა ჯეკ შეპარდმა ქართველ მოსამართლეს