აფხაზეთში რუსებთან ერთობლივი წვრთნები დაიწყო

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში აფხაზი და რუსი ჯარისკაცების ერთობლივი წვრთნები დაიწყო. სწავლება რუსეთსა და დე-ფაქტო აფხაზეთს შორის “მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ” შეთანხმების ფარგლებში მიმდინარეობს. ასევე, აფხაზური მხარიდან წვრთნებში ჩართული იქნებიან თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შს სამინისტრო, უსაფრთხოების სამსახურები და საგანგებო სიტუაციების სამინისტრო. ოფიციალური ინფორმაციით, სწავლებები ჩატარდება დე-ფაქტო რესპუბლიკის სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიდრო დასჭირდება იუსტიციის სისტემაში გაფუჭებული, შექმნილი უსამართლო გარემოს აღდგენას
შემდეგი სტატიაგალის რაიონში 400 კილო ფაროსანას შეგროვებას აპირებენ