,,აფხაზეთში ქაოსი, უკანონობა და თვითნებობაა,,- აცხადებს ,,ამცახარა,,

აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი ,,ამცახარა,, (სახალო ფრონტი) აცხადებს, რომ აფხაზეთში კრიმინალის თარეში, ქაოსი, უკანონობა და თვითნებობაა გამეფებული.
,,თუ არა ქაოსი, უკანონობა და თვითნებობა, სხვაგვარად ვერ ვუწოდებთ იმ სიტუაციას, რომელიც შეიქმნა ქვეყანაში და რომელიც დღისით, მზისით, ქალაქის ცენტრალურ, მჭიდროდ დასახლებულ უბანში კრიმინალთა მიერ ადამიანთა დახვრეტით გამოიხატება. მსგავსი საშიში დანაშაულები ხდება იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი რაულ ხაჯინბა აცხადებს, რომ ქვეყანაში მდგომარეობა სტაბილურია და ის სრულად აკონტროლებს სიტუაციას. ჩვენ ვეთანხმებით ხაჯინბას მხოლოდ ერთ შეფასებას, რომ ,,ქვეყანაში სიტუაცია ისეთი არ არის როგოც ამას ამბობენ,, … მართლაც და, სიტუაცია ისეთი არაა როგორც ამბობენ… ის გაცილებით უარესია, ვიდრე ამბობენ,, ნათქვამია ოპოზიციური პარტიის განცხადებაში.
,,ამცახარას,, განცხადება აფხაზეთში მკვეთრად გაუარესებულ კრიმინალურ მდგომარეობასა და გუშინ სოხუმის ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცის იულიან ლობუაზე განხორციელებულ თავდასხმას მოჰყვა.

banner
წინა სტატიაშიძლიერი წვიმის შედეგად სოხუმში სამი მდინარე გადავიდა კალპოტიდან
შემდეგი სტატიაგორის ვიცე მერის სახლში ყაჩაღობის ინსცენირება ძიძამ მოაწყო – შსს