აფხაზეთში პოლიციის ხელმძღვანელის მანქანა დაცხრილეს

აფხაზეთში, ახალი ათონის პოლიციის უფროსის ნური სმირის მანქანა დაცხრილეს. ინციდენტი გუშინ, 18.00 საათზე სოფელ ზედა ეშერას გზაზე მოხდა. ნური სმირი სოხუმიდან სოფელში სამსახურეობრივი მანქანით გადაადგლდებოდა. ინციდენტის შედეგად მანქანაში მყოფები არ დაშავებულან.

ეს მასზე პირველი თავდასხმა არ არის – აფხაზური მედია წერს. 2015 წლის 15 ივლისს მას ავტომატური იარაღიდან გაუხსნეს ცეცხლი. 10 ნოემბერს კი ახალი აფონის რესპორანში დაესხნენ თავს.

ვირუსის ბლოკატორები