აფხაზეთში პოლიციელებმა ციხის ექს-უფროსის მანქანა დაცხრილეს (ვიდეო)

აფხაზეთში პოლიციელებმა დრანდის ციხის ყოფილი უფროსის, პოლიციის პოლკოვნიკის ე.წ. “აფხაზეთის ომის გმირის”, რუსლან ჯელიას მანქანა დაცხრილეს. როგორც ადგილობრივი მედია ავრცელებს, ჯელიას ცეცხლი ერთ-ერთი ავტოსაგზაო პოლიციის პოსტზე გაუხსნეს -ისინი მანქანის გაჩერებას ცდილობდნენ, რომელიც სოხუმის მიმართულებით მოძრაობდა. მანქანის დასაკავებლად ოპერჯგუფიც იქნა გამოძახებული.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ჯელიას დაკავების შესახებ განკარგულება აფხაზეთის დე-ფაქტო შს მინისტრმა გასცა. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, უკავშირდება თუ არა ციხის ყოფილი უფროსის დაკავების მცდელობა დრანდას ციხიდან საქართველოს მოქალაქის ბაჩუკი ლატარიას გაქცევის ფაქტს – ზუსტად ეს შემთხვევა გახდა ჯელიას პოსტიდან გადაყენების მიზეზი.
თვითონ ჯელიამ დაადასტურა მისი მანქანის დაცხრილვის ფაქტი, თუმცა კომენტარების გაკეთებისგან თავი შეიკავა – წერს აფხაზური მედია.

https://youtu.be/i3nF7fxv1wk

banner
წინა სტატიაშიCNN-ის ინფორმაციით თარხან ბათირაშვილი იგივე ომარ ალშიშანი მოკლეს
შემდეგი სტატია(FOTO)როგორ ცხოვრობს დონალდ ტრამპი