აფხაზეთში ომის დაწყებიდან 26 წელი გავიდა

26 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთში ომი დაიწყო და 13 თვეს გასტანა, საომარი მოქმედებების დროს დაიღუპა 20 000-30 000 ეთნიკური ქართველი, ხოლო 250 000 დევნილად იქცა.
პირველი შეიარაღებული დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს მოხდა, მას შემდეგ, რაც სარკინიგზო კომუნიკაციების დასაცავად ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს შინაგანი ჯარის დამატებითი კონტინგენტი შევიდა. ოპერაცია შეთანხმებული იყო ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან, კერძოდ – ვლადისლავ არძინბასთან. შეთანხმების მიუხედავად, სეპარატისტებმა საქართველოს შინაგანი ჯარის დანაყოფს ოჩამჩირეში და გულრიფშში ცეცხლი გაუხსნეს. ასე დაიწყო ომი აფხაზეთში რუსეთსა და საქართველოს შორის. 403-დღიან სამხედრო დაპირისპირება ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი ემსვერპლა. 300 000 ადამიანი დევნილი გახდა. 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა, რასაც წინ უძღოდა სოჭის 27 ივლისის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, დაქირავებულ მებრძოლებს აფხაზეთი უნდა დაეტოვებინათ, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს სოხუმიდან ჯავშანტექნიკა და არტილერია უნდა გაეტანა, აფხაზური კი, აფხაზეთში დისლოცირებულ რუსულ სამხედრო ნაწილებს უნდა გაეკონტროლებინა. შეთანხმების პირობები მხოლოდ თბილისმა შეასრულა.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩხეიძე ზურაბიშვილის წინააღმდეგ
შემდეგი სტატიაოკუპირებულ აფხაზეთში რუსი სამხედროების ჩართულობით სამხედრო სწავლება მიმდინარეობს