აფხაზეთში მგლებზე და ტურებზე ნადირობა მიდის

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში აქრტიურად ებრძვიან მგლებს და ტურებს. განსაკუთრებით, ოჩამჩირეს რაიონში -ამის შესახებ  ადგილობრივი მედია ვეტერინარიის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. სამსახური ცხოველების ყურებს და კუდებს იბარებს და მოსახლეობას ამაში ფულს უხდის.
“ოჩამჩირის რაიონში ხალხი კარგად ნადირობს, სხვა რაიონები კი მოიკოჭლებენ” -აცხადებს ვეტერინარიის სამსახურის ხელმძღვანელი რომან ჯოპუა. ცხოველების ნაწილებს სპეციალური პუნქტი ოთხშაბათობით იბარებს.

ამ დროისთვის  ჩაბარებულია 130 ტურის, 15 მგლის და რამდენიმე მელას სხეულის ნაწილები. ყოველი მოკლული მელა და ტურასთვის მოსახლეობა 500 მანეთს (დაახლოებით 20 ლარი) იღებს, მგლისთვის კი – 3 000 მანეთს. ჩასაბარებელ ნაწილებს თან მოკლული ცხოველის ფოტო უნდა ერთვოდეს.
სულ, დე-ფაქტო რესპუბლიკას გარეული ცხოველების გასანადგურებლად 700 000 მანეთი აქვს გამოყოფილი.

banner
წინა სტატიაშიასლან ბჟალიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში სპეციალური სხდომა გაიმართა
შემდეგი სტატიაპრემია Sony World Photography – გამარჯვებული ფოტოები