აფხაზეთში მდებარე რამდენიმე სანატორიუმი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის

აფხაზეთში მდებარე რამდენიმე სანატორიუმი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის

აფხაზეთში მდებარე რამდენიმე სანატორიუმი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადისაფხაზეთში მდებარე რამდენიმე სანატორიუმი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული პრესა  ავრცელებს, რომელიც განმარტავს, რომ განცხადება ამ თემაზე ჟურნალისტებთან სამხედრო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსლან ცალიკოვმა გააკეთა.

“მოლაპარაკებების შედეგად მიღებულია მთელი რიგი პრინციპული გადაწყვეტილებები იმ შეთანხმებათა მიხედვით, რომლებიც ადგენს რეგლამენტს საკითხებისა, რაც სანატორიუმ-კურორტების ფუნქციონირებას უკავშირდება და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე მიიღება, – აღნიშნა ცალიკოვმა 2010 წლის რუსეთ-აფხაზეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების” სამუშაო ჯგუფის სხდომის დასრულების შემდეგ.

როგორც ცნობილია აფხაზეთში ყოფნისას რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე გუდაუთაში მე-7 რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობის მიმდინარეობას და რკინიგზის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის სამუშაოებსაც გაეცნო.

banner
წინა სტატიაში,,ამას გნებავთ გარიგება დავარქვათ, გნებავთ ვაჭრობა” რატომ არ ენდო ოქრუაშვილი ალასანიას პარტიას
შემდეგი სტატიადღევანდელ სხდომაზე მთავრობა 32 საკითხს განიხილავს