აფხაზეთში მანდარინების შეტანა შეიზღუდა

9-1აფხაზეთის დე-ფაქტო მინისტრთა კაბინეტმა “მანდარინების აფხაზეთში შეტანის შესახებ ზომებზე” დადგენილება მიიღო. “აფხაზეთში მანდარინების შემოტანა ადგილობრივი მანდარინის დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება” – დე-ფაქტო მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე პრემიერმა ბესლან ბარციცმა გუშინ განაცხადა. “1 ოქტომბრიდან 31 მარტამდე ის პერიოდია, როცა ქვეყანაში მოსავლის აქტიური შეგროვება და რეალიზაცია ხდება. ბევრი ოჯახის ბიუჯეტი ამ მოსავალზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, აუცილებელია დავიცვათ “აფხაზური მანდარინის” ბრენდი” – ბარციცმა თქვა. სოფლის მეურნეობის დე-ფაქტო მინსიტრმა დაურა ტარბამ სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ წელს აფხაზეთში 30 ათას ტონა ციტრუსს ელოდებიან.

banner
წინა სტატიაშიგენშტაბის უფროსის მოადგილედ ნიკა ჯანჯღავა დაინიშნა
შემდეგი სტატიასაქართველოს მთავრობა ხუდონჰესთან დაკავშირებით ახალ კონკრეტულ გეგმას წარმოადგენს