აფხაზეთში ლავროვის ვიზიტი რუსეთის პროვოკაციის ნაწილია – კვაჭანტირაძე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეო ლავროვის აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება ზვიად კვაჭანტირაძემ გააკეთა. “რუსეთის მთავრობაში არიანი” ტროიშნიკები”-განაცხადა დეპუტატმა. მისი თქმით, რუსეთი აგრძელებს პროვოკაციულ პოლიტიკას და ლავროვის ვიზიტი ამის დადასტურებაა. კვაჭანტირაძე ამბობს, რომ ქართული მხრიდან რეაგირება მკაფიო უნდა იყოს. “ეს არის მცდარი პოლიტიკური ნაბიჯი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან. რუსეთი ვერ აცნობიერებს,რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არასდროს დაუკანონებს ანექსიას.”-დასძინა ზვიად კვაჭანტირაძე.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სამუშაო ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ ჩავიდა და რუსეთის ფედერაციის საელჩოს ახალი შენობის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

ლავროვის აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადებები უკვე გაავრცელეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლავროვის ვიზიტი აფხაზეთში მოსკოვის პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებაა. საქართველოს პრეზიდენტმა კი მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, მტკიცედ დაგმოს რუსეთის ფედერაციის ე.წ. “პრივილეგირებული ინტერესების პოლიტიკა”.

banner
წინა სტატიაშისეგრეი ლავროვი: აფხაზეთის გავლით ტრანზიტის ამოქმედებისთვის არსებობს სამართლებრივი ბაზა
შემდეგი სტატია„კანონში ჩავწეროთ, რომ არჩეული პრეზიდენტი თამბაქოს არამწეველი უნდა იყოს ბოლო 15 წლის განმავლობაში“ – გოცირიძე