აფხაზეთში კოვიდ-19-ის ინდური შტამი გავრცელდა

“ჩვენ რუსეთის ფედერაციას თხოვნით მივმართეთ დაგვეხმარონ კოვიდ-19-თან ბრძოლაში, საჭიროების შემთხვევაში კი რუსი მედიკოსები გამოგვიგზავნონ. ეს საკითხი განიხილება” – დე-ფაქტო აფხაზეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა “სპუტნიკ-აფხაზეთთან” საუბარში განაცხადა. სულ აფხაზეთში კორონავირუს კოვიდ-19-ის 17 ათასი შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაიცვალა 245 ადამიანი. გამოკეთდა 15 407. გამოვლენილია კორონავირუსის ინდური და ბრიტანული ვარიანტები. სულ აფხაზეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 4682 პირმა ჩაიტარა, მათგან 2197 პირმა ორივე დოზა გაიკეთა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ჯეიმს აპატურაი ეწვია
შემდეგი სტატიადე-ფაქტო აფხაზეთში “კანონიერი ქურდები” დააკავეს