აფხაზეთში ხალხმრავალ ადგილებში დაცვა გაძლიერდა

1აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან შეკრება გამართა იმ აფეთქების გამო, რომელიც დღეს დილით აფხაზეთის სახელმწიფო ტელევიზიის შენობაში მოხდა -ინფორმაციას დე-ფატო რესპუბლიკის ოფიციალური საიტი ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ინციდენტის გამოძიება დაიწყება სასწრაფოდ და ამასთანავე, გაძლიერდება დაცვა ყველა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებზე და ხალხმრავალ ადგილებში.

შეგახსენებთ, რომ სოხუმში, დღეს, დილით, თბილისის დროით, 8 საათზე, ე. წ. სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის ტერიტორიაზე უცნობმა მამაკაცმა თავი აიფეთქა.

banner
წინა სტატიაშიქართველი სპინტერი, დავით ხარაზიშვილი საერთაშორისო მარათონის გამარჯვებულია
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: არჩევნები ქვეყანაში კარგავს აზრს