აფხაზეთში ჯგუფები 15 დეკემბრის ხმაურიანი აქციისთვის ემზადებიან

15 დეკემბერს აფხაზეთის ოპოზციური ბლოკის მიერ დაანონსებულმა საპროტესტო აქციამ დიდი ხმაური გამოიწვია თვითგამოცხადებული რესპუბლიკის როგორც პოლიტიკურ, ასევე საზოგადოებრივ წრეებში. ვრცელდება სხვადასხვა გაერთიანებების მიმართვები როგორც ოპოზიციური ძალების, ასევე დე-ფაქტო ხელისუფლების მისამართით, მოწოდებით, რომ მოერიდონ კონფრონტაციას და ყველა საკითხი მშვიდობიანად მოაგვარონ.

რამდენიმე საათის წინ ასეთი მიმართვა “ჩრდილოეთ ოსეთი-ალანიას” მოხალისეთა ჯგუფმა გაავრცელა, ასევე – ჩერქეზეთის აქტივისტებმა. აფხაზ ხალხს მიმართა ასევე ყაბარდო-ბალყარეთის საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ – ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ჯგუფი 1992-1993 წლების აფხაზეთის კონფლიქტში მოხალისე-მეომრების გაერთიანებაა. ისინი ე.წ. “აფხაზეთის სამამულო ომის ვეტერანების გაერთიანების” მოწოდებას უერთდებიან, რომლებიც ხალხს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და თავის მომხრეებს 15 დეკემბერს აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის წინ შეკრებისკენ მოუწოდებს, რომ მათ ოპოზიციური ბლოკის მიერ დაანინსებული აქციის კონტრაქცია გამართონ და მხარი დაუჭირონ სამთავრობო კურსს.
რამდენიმე დღის წინ აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯინბამ სპეციალური განცხადება გაავრცელა ოპოზიციური ბლოკის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, მისი თქმით, სახელმწიფო დაგეგმილ აქციაში არ ჩაერევა.

banner
წინა სტატიაში(Video) არ არის აუცილებელი გადატრიალება ავტომატით მოახდინო, გადატრიალება დოლარითაც შეიძლება მოხდეს-ნათელაშვილი
შემდეგი სტატიაღარიბაშვილის გარემოცვასა და ნოდარ ჯავახიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა?