აფხაზეთში ე.წ. არჩევნების შემდეგ მომხდარი სროლის საქმეზე, ხუთშაბათს ღამით შვიდი ადამიანი დააკავეს

აფხაზეთში ე.წ. არჩევნების შემდეგ მომხდარი სროლის საქმეზე, ხუთშაბათს ღამით შვიდი ადამიანი დააკავეს: ადამურ ფაჩალია, ბატალ ფაჩალია, ტიმურ ფაჩალია, ალხას მიკანბა, ანრი ხაგბა, ახრა ფაჩალია და საიდ არძინბა. ასევე ამოღებულია დიდი რაოდენობით იარაღი. მანამდე, ამ საქმეზე რაფაელ გუაზაა, იგორ ორჩუკბა და ნურიკ სმირი დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერთ-ერთ ე.წ. საარჩევნო უბანზე სროლა იყო. შეიარაღებული თავდასხმა გაგრის რაიონში, ცანდრიპშის მეორე სკოლაში გახსნილ ე.წ. საარჩევნო უბანზე მოხდა.

შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა. ერთ-ერთ მათგანს ქირურგიული ჩარევა დასჭრიდა

banner
წინა სტატიაშითიბისის ESG აკადემია ბიზნესების წარმომადგენლებისთვის ტრენინგს -„ბიზნესის გზა მდგრადობისკენ – შექმენი მწვანე მომავალი“  ჩაატარებს
შემდეგი სტატიაშსს-მ გიორგი ბაჩიაშვილის საზღვრის უკანო კვეთის საქმეზე ერთი პირი დააკავა