
მიმდინარე წელს, აფხაზეთში დისლოცირებულმა რუსეთის სამხედრო ბაზის კავშირგაბმულობის ნაწილში ჩამოიტანეს 70-მდე თანამედროვე სარელეო რადიოსადგურები Р-419-Л1, რომლებიც ბაზირებენ КамАЗ-5350 ავტომობილებზე. ეს ავტომანქანები აღჭურვილია „გლონასის“ ნავიგაციის თანამგზავრული სისტემით. ამის შესახებ განცხადება გააკეთა სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურმა.
სადგურები გათვალისწინებულია დამოუკიდებელი სარელეო რადიოადგურების ხაზების სწრაფი გაშლისთვის, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას დროებით რადიოსადგურებად დაზიანებული ან შესაკეთებელი საკაბელო ხაზების ნაცვლად; ვიდეო კონფერენციის ორგანიზებისთვის, რადიოსიგნალებით ვიდეო მონაცების გადასაცემად. აგრეთვე, გამოიყენება მრავალარხიანი სარელეო რადიოსადგურების, ტროფოსფერული და ელექტროგაყვანილობის ხაზების განშტოებებად.
წლის დასაწყისში კავშირგაბმულობის შენაერთში ასევე მიიღეს 60 თან სატარებელი რადიოსადგური „აკვედუკ-0,5“” (Акведук-0,5У(С)”, რომელიც გამოიყენება სამხედრო ასეულში ღია ან ტექნიკურად დაცული რადიოკავშირის დროს. სიხშირეების სამუშაო დიაპაზონი 94 -დან100 მეგა ჰერცამდეა. სარელეო რადიოსადგურებს შეუძლიათ სრული დატვირთვით იმუშაონ გარემო ტემპერატურის 30-დან +55 გრადუსამდე და 100%-ანი ჰაერის ტენიანობის პირობებში. რადიოსადგურის წონაა 400 გრ.
ახალი ტექნიკა და კავშირგაბმულობის საშალებები გამოყენებული იყო სამხრეთ სამხედრო შენაერთების სწავლებებზე აფხაზეთში.















