აფხაზეთში დაანონსებულ საპროტესტო აქციამდე ერთი დღით ადრე ოპოზიციური პარტია განცხადებას ავრცელებს

13 დეკემბერს აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა განცხადება გაავრცელა იმასთან დაკავშირებით, რომ “ოპოზიციის რადიკალურად განწყობილი მხარე15 დეკემბერს სახალხო პროტესტს გეგმავს, რომ აფხაზეთის დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი ფიზიკურად მოიშოროს”. დღეს უშიშროების სამსახურმა დე-ფაქტო დეპუტატებთან ოპოზიციური პარტია “ამცახარას” პოლიტსაბჭოს წევრების რამაზ ჯოპუასა და აბრკ მიქვაბიას შორის დიალოგი გაასაჯაროვა, სადაც ისინი “არანორმატიულ ლექსიკას იყენებენ და ამბობენ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შტურმი უნდა მოხდეს”. უშიშროების სამსახურის თქმით, მიმოწერაში მუქარები გაისმა როგორც “სახელმწიფოს მეთაურის, ასევე მისი მომხრეების წინააღმდეგ”.
რამდენიმე საათის წინ პარტია “ამცახარას” პოლიტსაბჭომ სახელმწიფო უშიშროების სამსახურისგან მოითხოვა ჯოპუასა და მიქვაბიას შორის გამართული სატელეფონო დიალოგით მანიპულირება შეწყვიტოს, რომლებიც მსუბუქ ალკოჰოლურ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
ოპოზიციური პარტიის აქცია ხვალ, 15 დეკემბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშისესხების გალარების აქცია მხოლოდ მათ შეეხება, ვისი წლიური შემოსავალიც 100.000 ლარზე ნაკლებია
შემდეგი სტატია(ფოტოები) 3 000 ერთეულ სამხედრო ტექნიკა აშშ-დან ევროპისკენ მოემართება