აფხაზეთში არძინბას ძმისშვილის მკვლელი დააკავეს

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში მომხდარი კემალ არძინბას მკვლელობის ფაქტზე 1992 წელს დაბადებული ბატალ ფილიაა დაკავებული. მკვლელობის ოფიციალურ ვერსიებზე ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება -ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბათალ ფილია ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოადგილის შვილია.

შეგახსენებთ, რომ სოხუმში მოკლული კემალ არძინბა თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას ძმისშვილია. მას მედია მოიხსენდა როგორც “ბიზნესმენს” ან “კრიმინალურ ავტორიტეტს”. მას არავინ იცნობდა, მაგრამ მასზე ყველამ იცოდა ვინ იყო. ის ვლადისლავ არძინბას ოფიციალურ ბიოგრაფიაშიც არის მოხსენიებული, როგორც ძმისშვილი, რომელიც მის სახლში დაიბადა.
საქმე, სავარაუდოდ, კრიმინალურ სამყაროში მომხდარ გადაადგილებას ეხება. გასულ წელს არძინბას სახლი დაცხრილეს მოკლული კრიმინალური ავტორიტეტების დაჯგუფების წევრებმა, რომელებიც, თითქოსდა არძინბას ეძებდნენ.

banner
წინა სტატიაშისოცილაურ ქსელში თამარ ალანიას გადმოვარდნის ვიდეომასალა ვრცელდება (ვიდეო)
შემდეგი სტატიაევროპაში კორონავირუსით დაავადების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი შვედეთშია