აფხაზეთში 80-მდე რუსმა სამხედრო მოსამსახურემ საცხოვრებელი სახლი მიიღო

აფხაზეთის მოქალაქეები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ციხეებში არიან, სასჯელს სამშობლოში მოიხდიან

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში მოქმედი რუსული სამხედრო ბაზის 78-მა სამხედრო მოსამსახურემ სამსახურეობრივი საცხოვრებელი ბინები მიიღეს, რომელიც სამხედრო-სამშენებლო კომპლექსის მშენებლებმა ააშენეს. მიმდინარე წელს 620 შენობის დასრულებაა დაგეგმილი რუსი სამხედროებისთვის -ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. როგორც პროექტის პასუხისმგებელი პირი მუჰამედ ხანდაევი ამბობს, იგივე პროექტი განხორციელდება, ასევე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში. სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახებისთვის, აშენდება, ასევე საბავშვო ბაღები და სხვა საჭირო ობიექტები.

banner
წინა სტატიაშიგალის რაიონში ძლიერი წვიმების შედეგად სახლები დაიტბორა
შემდეგი სტატიასახლს ხიბულაში, სადაც ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა