აფხაზეთში 15 სირიელი და ოთხი ჩეჩენი ოჯახი ჩაასახლეს

როგორც „თაიმერისთვის“ გახდა ცნობილი, გუშინ კადიროვის დაცვის ერთ-ერთმა წევრმა 15 სირიელი და ოთხი ჩეჩენი ოჯახი ჩაიყვანა აფხაზეთში. სეპარატისტულმა ხელისუფლებამ ისინი ქართველების სახლებში შეასახლა, კერძოდ გულრიფშის რაიონის სოფელ მაჭარაში. ადგილობრივ მაცხოვრებლებს მიეცათ ბრძანება, რომ სათანადო ყურადღება მიაქციონ ჩასახლებულ ოჯახებს. გასაღების გადაცემის ცერემონიას, აფხაზეთის ე. წ თავდაცვის და დეფაქტო  საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიუქმდება! – სასჯელაღსრულების სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო – სად მიდიან მინისტრები?!
შემდეგი სტატიაიაპონიის დასავლეთით ძლიერი მიწისძვრა მოხდა