აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ოჯახში ძალადობა რთული პრობლემაა

აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ოჯახში ძალადობა რთული პრობლემაა – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ოკუპირებულ რეგიონებში ქალთა და ბავშვთა უფლებების შესახებ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

უჩა ნანუაშვილის თქმით, ასეთ შემთხვევებზე არ არის სამართალდამცველი ორგანოების შესაბამისი რეაგირება. ანგარიშის თანახმად, ოკუპირებულ რეგიონებში ქალებსა და ბავშვებს გაუმართავი სამედიცინო სერვისებით უწევს სარგებლობა. ასევე აქვთ გადაადგილების პრობლემა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

ანგარიშისთვის სახალხო დამცველს ინფორმაცია კონფლიქტურ რეგიონებში მდებარე ადგილობრივმა ორგანიზაციებმა და საკონტაქტო პირებმა მიაწოდეს.

ანგარიში ბოლო ორი წლის პერიოდს მოიცავს და ის პირველად ასახავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.

banner
წინა სტატიაშიპენიტენციური სისტემის ექთნები ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე სპეციალურ სასწავლო პროგრამას გაივლიან
შემდეგი სტატიაია ანთაძე: 2019 წლის ბოლოს საზოგადოებრივის რეიტინგი მინიმუმ 15% უნდა იყოს