,,აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის “გაყინული” კონფლიქტები ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის”

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის “გაყინული” კონფლიქტები ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. ასეთი მოსაზრება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა პედრო აგრამუნტმა დღეს, საინაუგურაციო სიტყვაში გამოთქვა.
“ევროპაში კონფლიქტები კვლავ გადაუწყვეტი რჩება. ვითარება უკრაინაში კვლავ ფაქიზია. კონფლიქტმა 9 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები ქვეყნის ნაწილს კვლავ აკონტროლებენ, მშვიდობა კი კვლავ მიუღწევადია.
უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეები და გაყინული კონფლიქტები კვლავ არსებობს ისეთ რეგიონებში, როგორიცაა დნესტრისპირეთი, მოლდოვას რესპუბლიკა, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, საქართველო და მთიანი ყარაბაღი, აზერბაიჯანი”, – აღნიშნა აგრამუნტმა.
“ჩვენი მხრიდან, უნდა გავაგრძელოთ მსჯელობა გაყინულ კონფლიქტებზე ევროპის ზოგიერთ რეგიონში, მათ შორის დნესტრისპირეთში – რესპუბლიკა მოლდოვა, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი – საქართველო და მთიანი ყარაბაღი -აზერბაიჯანი. ეს კონფლიქტები ევროპის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს”, – განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახალმა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაში“გვინდა სასამართლოში წინასწარი პატიმრობის მრჩევლის ინსტიტუტი შემოვიტანოთ”
შემდეგი სტატია,როდესაც პარლამენტში პრეზიდენტი მოდის, შეხვედრას ცოტა მეტი აკადემიურობა უნდა ჰქონდეს”