აფხაზეთის უნივერსიტეტში ჩინელები ცენტრს გახსნიან

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში მოქმედ ჩინეთის სავაჭრო ასოციაციასა და აფხაზეთის უნივერსიტეტს შორის 24 აპრილს პროტოკოლი გაფორმდა, რომელიც ურთიერთ თანამშრომლობას გულისხმობს. ალეკო გვარამისას და გე ჩჟილის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი სტუდენტების ურთიერთგაცვლასა და სამედიცინო დარგში ცოდნის გაზიარებებს ეხება.
გვარამიამ აღნიშნა, რომ დადგა დრო სოხუმის უნივერსიტეტმა სხვადასხვა ქვეყნების სტუდენტებს უპასპინძლოს. ჩინურმა მხარემ აღნიშნა, რომ მათი თანამშრომლობა თანდათან სხვადასხვა სფეროებსაც მოიცავს – “სპუტნიკ-აფხაზეთი” წერს.

banner
წინა სტატიაშიგაგულია მესამედ გახდა აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის ხელმძღვანელი
შემდეგი სტატიაესპანეთის ქალაქ პალმაში ტურისტებისთვის ბინის მიქირავება აკრძალეს