3.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით, ქეთევან ლომთათიძის დაბადებიდან 115 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენციის ჩატარება იგეგმება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინიციატივითა და ორგანიზებით, ცნობილი ქართველი მეცნიერის და საზოგადო მოღვაწის, ენათმეცნიერის, აკადემიკოსის ქეთევან ლომთათიძის დაბადებიდან 115 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენციის ჩატარება იგეგმება.
დეპუტატებმა ღონისძიების შესახებ პრეზიდიუმის სხდომაზე იმსჯელეს და საორგანიზაციო კომიტეტის შექმნა გადაწყვიტეს.
აღსანიშნავია, რომ ქართველურ და მთის იბერიულ-კავკასიურ ( აფხაზურ-ადიღურ) ენათა სპეციალისტი ქეთევან ლომთათიძე იკვლევდა აფხაზურ-ადიღურ, აგრეთვე ქართველური ენების გრამატიკის სტრუქტურისა და ისტორიის საკითხებს. მან საფუძველი ჩაუყარა აფხაზური ენისა და მისი დიალექტების ისტორიულ-შედარებითი მეთოდით შესწავლას. არის მრავალი მონოგრაფიისა და ნაშრომის ავტორი.
1961 წელს მიენიჭა აფხაზეთის ასსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწის წოდება.

banner
წინა სტატიაშიზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ,,რა იქნება შედეგი? როდესაც ტაქსის გამოიძახებთ ან რამეს შეუკვეთავთ, მეტის გადახდა მოგიწევთ – გაღარიბდებით”
შემდეგი სტატია რუსეთმა უკრაინის ქალაქი ოდესა დრონებით დაბომბა – არის მსხვერპლი