აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თამაზ ხუბუა ჩიკირბას განცხადებას ეხმიანება

,,აწუხებს თუ არა აფხაზეთის დევნილ ხელისუფლებას სინდისის ქეჯნა მუდმივ სიჩუმეზე?,,

,,აწუხებს თუ არა აფხაზეთის დევნილ ხელისუფლებას სინდისის ქეჯნა მუდმივ სიჩუმეზე?,,აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თამაზ ხუბუა დე-ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩიკირბას განცხადებაზე კომენტარს აკეთებს: “ნეტავი, მართლაც ბატონი ჩირიკბას გადასაწყვეტი იყოს, თუ სად იქნება ე.წ. დამოუკიდებელი აფხაზეთის ადგილი – ისე გამოიქცევა თბილისში,ფეხსაცმლები შეიძლება გზაზე დაურჩეს! როგორ არ სწყინდება ამ ხალხს ,,სახელმწიფობანას”, აწ უკვე სიმწრის ღიმილის კი არა,სინანულის მომგვრელი, უბადრუკი თამაში! ასეთ მოღვაწეებს უწოდებს სწორედ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ,,ახალი, იმედის მომცემი, პრინციპული და პროგრესულად მოაზროვნე მოღვაწეების მოზღვავებას” სოხუმის სეპარატისტულ ადმინისტრაციაში(ამასთან,როგორც ამბობენ,ბატონ ზაქარეიშვილს თურმე გააჩნია აფხაზეთის პრობლემატიკის მოგვარების უაღრესად საინტერესო იდეები,რომელთა გამჟღავნება ,,სასტიკად აკრძალულია”,რამეთუ დიდი საშიშროებაა ჩირიკბას მიერ მისი ,,მისაკუთრებისა”)! გასაგებია,რომ სოხუმს და მათ გარე მარიონეტულ სულისჩამდგმელებს აწყობთ მსგავსი კომიკური ,,ამაოების თეატრის” ხანგრძლივი არსებობა, მაგრამ ხომ არ დადგა დრო ხელისუფლებამ, ერმა და ბერმა, ცოტა უფრო მეტი გაბედულობითა და ,რაც მთავარია, სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულით, ხმამაღლა ვიკითხოთ: ქართველებო, გვაწყობს კი ჩვენ, ყველაფერი ეს???!!! “

შეგახსენებთ, რომ ჩიკირბამ აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში ნებისმიერი ფორმით ყოფნა გამორიცხა. “ასეთი დამანგრეველი ომის შემდეგ ჩვენ ერთი სახელმწიფოს ჩარჩოში ვერასდროს ვიცხოვრებთ ვერც ფედერაციის, ვერც კონფედერაციის ან ნებისმიერი სხვა ფორმით” – თქვა ჩიკირბამ.
ამასთანავე, მან განაცხადა, რომ თუკი საქართველო აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს და ორ სახელმწიფოს შორის თანაბარუფლებიანი ურთიერთობები გაიმართება, ეს მთელი კავკასიის რეგიონისთვის მომგებიანი იქნება. თუმცაღა, ამას, ჩიკირბას თქმით “პოლიტიკური სიბრძნის უმაღლესი ხარისხი და ნება სჭირდება”.

banner
წინა სტატიაშისაახალწლო არდადეგებზე მესაზღვრეებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატიასააკაშვილმა მრჩეველი საჯაროდ გაანთავისუფლა და პოლიციას ჩააბარა (ვიდეო)