აფხაზეთის უმაღლესი საბჭო აფხაზეთის კონსტიტუციაზე მუშაობს

გამახარია არძინბას ძმისშვილის მკვლელობაზე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას ინფორმაციით, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო აფხაზეთის კონსტიტუციაზე მუშაობს.

როგორც გამახარია განმარტავს, ეს არის “მომავალი აფხაზეთის“ კონსტიტუციის პროექტი და ჯერ მისი საჯაროდ და სახალხოდ განხილვის დრო დამდგარი არ არის.

მისივე თქმით, “მას შემდეგ რაც დადგება დრო იმისა, რომ აფხაზებთან მოლაპარაკების მაგიდას მივუსხდებით, ქართულ მხარეს უნდა ჰქონდეს არა ცარიელი სიტყვები ფართო ავტონომიის მინიჭების თაობაზე, არამედ კონკრეტული დოკუმენტი“.

“ჩვენ ევროპულ გამოცდილებას ვსწავლობთ თუ როგორ გვარდება ევროპაში მსგავსი პრობლემები. ამ შემთხვევაში მთავარია არა ფედერაცია თუ კონფედერაცია, არამედ მთავარია უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მისი ურყეობა და ხელშეუხებლობა.

ჩვენ არც ფედერაციას და არც კონფედერაციას არ ვიხილავთ – ჩვენ ვიხილავთ საკითხს თუ როგორ უზრუნველყოთ ერთის მხრივ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მისი ხელშეუხებლობა, ხოლო მეორე მხრივ, აფხაზეთის ფართო უფლებები.

მუშაობა მიდის – ამაზე ვრცლად ვერაფერს ვიტყვი. მუშაობა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში მიდის და როცა ამის დრო დადგება, დოკუმენტს ჩვენს საზოგადოებას წარვუდგენთ.

ჩვენ კონსტიტუციას ცალმხრივად ვერ მივიღებთ, მაგრამ წინადადებები უნდა გვქონდეს. ჩვენ აფხაზებს მუდმივად ვეუბნებით, რომ მზად ვართ, გაერთიანების შემთხვევაში ყველაზე ფართო უფლებები მოგანიჭოთ, რაც მსოფლიოშია ცნობილი – ყველაზე მოწინავე ევროპული გამოცდილება. ჩვენ ამ გამოცდილებას ვსწავლობთ, ვიზიტები განხორციელდა ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში, ავტონომიებში, შევხდით იქაურ წარმომადგენლებს. წინ კიდევ ორი ვიზიტია. ასე რომ, არის პროცესი და მიდის მუშაობა.

მას შემდეგ, რაც აფხაზეთის დეოკუპაცია მოხდება, ამ დოკუმენტის შესახებ ფართოდ გახდება ცნობილი“, – განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: საქართველოს ევროკავშირში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება შეიყვანს
შემდეგი სტატიაპაატა დავითაია – კონფედერაციული მოწყობა არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის რღვევა – ვინც საქართველოში ლობირებს კონფედერაციის იდეას არის რუსეთის გავლენის აგენტი