აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში 9 აპრილის თარიღთან დაკავშირებით სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიმართება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის 30 წლის თარიღთან დაკავშირებით, ხვალ, სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას, სახელწოდებით “9 აპრილი – 30” , – უმასპინძლებს.

კონფერენცია 6 აპრილს, 13.00 სთ-ზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზში დაიწყებს მუშაობას და უპირატესად დისტანციურ (ვებინარი) რეჟიმში ჩატარდება. ღონისძიება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად დაიგეგმა.
კონფერენციაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა იმ პერიოდში საქართველოს ცენტრალურ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებებს შორის არსებული ურთიერთობების მიმოხილვას და ანალიზს.

მოხსენებას თემაზე: „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა და აფხაზეთის პრობლემა“ წარმოადგენს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ისტორიის დოქტორი ჯემალ გამახარია.

კონფერენციის მუშაობაში და დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი მეცნიერები, პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები, არასამთავრობო ორგანიზაციათა და დიასპორის წარმომადგენლები.

კონფერენციის მუშაობაში ჩართვის მსურველებმა უნდა მიმართონ კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს:

ზურაბ მებონია
tel: 595307555
ნანა კვარაცხელია
tel: 558112029
email: nanakvaratskhelia15@gmail.com
ხვიჩა ქარდავა
tel: 591513651
email: khvichakardava@gmail.com

banner
წინა სტატიაშიმამა ანდრია სარია საპატრიარქოზე – ბოლომდე სურთ ეკლესიის ხილული მხარე დაასამარონ
შემდეგი სტატიაექსკლუზივი – მეუფე სტეფანე პოლიციის თანმხლებით გადაადგილდება