აფხაზეთის ტელევიზიის ტერიტორიაზე უცნობმა პირმა თავი აიფეთქა

სოხუმში ე.წ. სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის ტერიტორიაზე უცნობმა მამაკაცმა თავი აიფეთქა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო “სპუტნიკი” ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინსტრზე ასლან კობახიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

“ტელევიზიის ტერიტორიაზე ადამიანი აფეთქდა. აშკარად ჩანდა, რომ მას ჰქონდა ბომბი დამაზიანებელი ელემენტებით. სავარაუდოდ, ის მარტო არ ყოფილა. ტარდება ოპერატიული სამუშაოები”, – განაცხადა კობახიამ.

ინციდენტი თბილისის დროით დაახლოებით დილის 08:00 საათზე მოხდა. დაღუპულის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

banner
წინა სტატიაშიგაცვლითი კურსის დასტაბილურების მოლოდინი ნამდვილად არის – ფინანსთა მინისტრის მოადგილე
შემდეგი სტატია” ნუ გვაყენებთ შეურაცხყოფას რუსული ნარატივით ღვინოსა და ტაშ-ფანდურზე, ეს არ გეკადრებათ!”