აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი თბილისს IPRM-ის ფორმატში შეხვედრების განახლებას სთავაზობს

“აფხაზური მხარე მზად არის განაახლოს მუშაობა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში” – განაცხადა თვითგამოცხადებული “რესპუბლიკის” ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი ტუჟბამ.

მისი თქმით, მოამზადეს წინადადებების პაკეტი, რომელსაც ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს აფხაზეთში “ვიზიტის” დროს წარუდგენენ – “ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ამჟამინდელი წინადადებები სათანადო გამოხმაურებას მიიღებს საქართველოდან და ჩვენ შევძლებთ ამ ფორმატში მუშაობას“, – ამბობს ტუჟბა.

საქართველოს ხელისუფლებას ამ ინფორმაციაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

banner
წინა სტატიაშიგავრცელებული ცნობით, ისრაელი ღაზასა და ეგვიპტეს შორის სახმელეთო გასასვლელს ბომბავს
შემდეგი სტატიაყველა პალესტინელს მოვუწოდებ ბრძოლას შეუერთდეს – მტერს მძიმე საფასურის გადახდა მოუწევს ჩადენილი დანაშაულების და ტერორიზმის გამო – „ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელი