აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი 1 კვირით ენგურის ხიდს კეტავს

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობის გადაწყვეტილებით, 23-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით საოკუპაციო ხაზთან მოქმედი ე.წ. გამშვები პუნქტი – ენგურის ხიდი ჩაიკეტება.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება, “საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პერიოდში რადიკალური ძალების შესაძლო პროვოკაციებს და სასაზღვრო რაიონებში უპილოტო საფრენი აპარატების უკანონო ფრენებს უკავშირდება”.

ენგურის ხიდის ჩაკეტვა არ შეეხებათ ენგურჰესის თანამშრომლებს, ასევე აფხაზეთის “მოქალაქეებს და ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს”, რომლებიც დანარჩენი საქართველოდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბრუნდებიან.

ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმაც მიიღო.

banner
წინა სტატიაშიდავით ფაცაცია წყალტუბოში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო
შემდეგი სტატიამოგესალმებით რუსული გისოსებიდან-სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს