აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან დაღუპულთა ფოტომასალა

სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მდინარე ენგურიდან სამი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.

როგორც “თაიმერს’ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, კიდევ ერთ მოქალაქესთან დაკავშირებით სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) და 143-ე (ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის (დაზარალებულის) მომსახურებით სარგებლობა) მუხლებით მიმდინარეობს.

მოქალაქეები ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოვლითი გზით ცდილობდნენ შემოსვლას.

საინფორმაციო სააგენტო “თაიმერი” ღრმა მწუხარებას გამოვთქვამს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მომხდარ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშიასე ვერ გაგრძელდება – კუბილიუსი საქართველოს პოლიტიკურ კრიზისზე​
შემდეგი სტატიაზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს