აფხაზეთის სამ რაიონს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგურის ავარიულად გამორთვის გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება ოჩამჩირის და გულრიფშის რაიონებს ( დაბა აგუძერას გარდა), გალის რაიონის ნაწილს.
აფხაზური მედიის ცნობით, ენგურჰესზე დაზიანებული უბნების აღსადგენად ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა.
შეგახსენებთ, ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგურის ავარიულად გამორთვის გამო ქვეყნის რამდენიმე რეგიონს და თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

„ენგურჰესზე“ მომხდარ დაზიანებას სპეციალისტები სწავლობენ. როგორც სადგურის ტექნიკური დირექტორი გია ხუბუა აცხადებს, პრობლემა ერთ-ერთი აგრეგატის ტურბინის წინ შეიქმნა. მისივე ინფორმაციით, ადგილი დაიტბორა, შესაბამისად, წყლის ამოტუმბვა იქნება საჭირო.დაზიანდა ერთ-ერთი მილი. შემთხვევის შედეგად თავად აგრეგატი არ დაზიანებულა. არ დაშავებულა სადგურის პერსონალი. ენგურჰესის ტექნიკური დირექტორი ვერ აკონკრეტებს, რა ვადაში იქნება შესაძლებელი სადგურის ამუშავება.

ამ დროისთვის თბილისის ელექტრომომარაგება აღდგენილია. ელექტროენერგიის იმპორტი საქართველოში ამ წუთებში სამი მეზობელი ქვეყნიდან ხორციელდება. სახელმწიფო ელექტროსისტემის საიტის ონლაინ-მონაცემებით, თურქეთიდან მიწოდება 300 მეგავატს შეადგენს, სომხეთიდან 101 მეგავატს, რუსეთიდან კი 14 მეგავატს.

banner
წინა სტატიაშიბორის ჯონსონს რუსი პრანკერები პაშინიანის სახელით ესაუბრნენ
შემდეგი სტატიაგაეროს გენერალური მდივანი ტრამპი-კიმ ჩენ ინის შეხვედრის გაუქმების გამო შეშფოთებას გამოხატავს