აფხაზეთის საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული თამაზ ტყეშელაშვილი და ალექსი ბერაძე დღეს გურიაში დაკრძალეს

აფხაზეთში, საბრძოლო მოქმედებებისას დაღუპული ლანჩხუთელი თამაზ ტყეშელაშვილი და ჩოხატაურელი ალექსი ბერაძე დღეს გურიაში დაკრძალეს. მათ ხსოვნას პატივი მიაგეს გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

როგორც გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ განაცხადა, სწორედ ამ გმირების მაგალითზე უნდა აღიზარდონ მომავალი თაობები.

„თითოეული დაღუპული მებრძოლის ღვაწლი საამაყოა და სწორედ ამ გმირების მაგალითზე უნდა აღიზარდონ მომავალი თაობები. ჩვენი ვალია, მუდამ გვახსოვდეს მათი სახელები, დავაფასოთ მათი გმირობა და პატივი მივაგოთ გმირების მარადიულ ხსოვნას“,- განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში 1990-იანი წლების კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 ქართველის იდენტიფიცირება მოხერხდა.

banner
წინა სტატიაშისოფელ ატოცში, ღია ცის ქვეშ ეკრანზე რუსეთისა და საქართველოს მორაგბეთა ნაკრებების შეხვედრას უჩვენებენ
შემდეგი სტატიაშსს – ათენში საქართველოს ოთხი მოქალაქეა დაკავებული, მათ შორის ერთ-ერთი „კანონიერი ქურდია“