შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით – 1976 წელს დაბადებული თ.ზ. ზუგდიდში
დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ორ შეკვრად
დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალება ,,მეთადონი” ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით
მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.

















