აფხაზეთის ომში დაკარგულების 5 ნეშტი თბილისში ჩამოასვენეს

თითქმის 30 წელი აფხაზეთის ოკუპაციიდან და დაუსრულებელი ლოდინი, რომ როდესმე მგლოვიარე ახლობლები შეძლებენ დაღუპული გმირების საფლავზე მისვლას. 2 ათასზე მეტმა ოჯახმა ამ დრომდე არ იცის სად ეძებოს აფხაზეთის ომში გაუჩინარებულები.

საერთაშორისო ორგანიზაცია წითელი ჯვრის დახმარებით თბილისში კიდევ 5 ნეშტი ჩამოასვენეს, მათ შორის ერთ – ერთი უკრაინელი მებრძოლია. ლეონიდ ტკაჩუკი ვახტანგ გორგასლის ორდენოსანია

სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდები დღეს 2 საათამდე გაიმართება. იდენტიფიცირებულთაგან 1 სამხედრო პატივით დღეს 15:00 საათზე, დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.

banner
წინა სტატიაშისუს-ში სამოქალაქო განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრის თანამშრომლებს კითხავენ
შემდეგი სტატიაგორის გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებაზე გადაადგილება იკრძალება