
ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო თავდაცვის მინისტრო!
მოგვაშორეთ ეს ქვაზე გაპიარებული ქმნილება. რასაც სურათზე ხედავთ ეს არის ვანდალიზმი!
ვეტერანებო, თადარიგის ოფიცრებო, დაღუპული გმირების ოჯახის წევრებო- ჯანჯღავამ ამ საქციელით გვითხრა ,,ყველა, ვინც სამშობლოსთვის დაეცემა სარდაბში ჩავყრი“-ო, მისთვის პატრიოტიზმის ადგილი სარდაფშია. ვინც ჯანჯღავას აწინაურებს ანუ (ჩაჩიბაია), ის ქართულ ჯარს ეუბნება ,,აჰა, იხილეთ კაცი მისაბაძ მაგალითად“ . ჯარი დაფუძვნებულია მაგალითის მიცემაზე, ავტორიტეტზე, სამართლიანობაზე და უპირველესად პატრიოტიზმზე, ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მმართველობაში ასეთი იდეოლოგიური მაგალითის მიმცემი გვყავდეს, ამიტომ გაათავისუფლეთ ჯანჯღავა და მისი დამწინაურებელიც მიაყოლეთ უკან.
ჩვენ გავავრცელებთ პეტიციას და გამოვიჩენთ სამოქალაქო აქტივობებს, ეს ჩვენი ვალია საქართველოს წინაშე–აცხადებს დავით ნემსაძე

















