აფხაზეთის ომის გმირს გურამ გაბისკერიას დღეს დაბადებიდან 70 წელი შეუსრულდებოდა

დღეს გურამ გაბისკერიას დაბადების დღეა…
დაიჩოქე და შეაგინე ქართველებს! – მიმართა გადამთიელმა ჟიული შარტავასთან ერთად დატყვევებულ მის თანამებრძოლს, სოხუმის მერს – გურამ გაბესკირიას.
– არასოდეს ცხოვრებაში! – იყო მერის პასუხი. მას მერე, იგი არავის უნახავს.
სოხუმის მერმა მარადისობაში გმირისა და ვაჟკაცის სახელით შეაბიჯა…

დაიბადა 1947 წლის 2 მარტს ქ. სოხუმში.

1954–1965 წლებში სწავლობდა სოხუმის მე–14 საშუალო სკოლაში. 7 წლიდან გატაცებული იყო ფეხბურთით.

1966–1971 წლებში სწავლობდა სოხუმის მ. გორკის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე.

1965 წელს საფეხბურთო კარიერა დაიწყო სოხუმის გუნდ ,,დინამო”–ში და იყო ერთ–ერთი წამყვანი ფეხბურთელი.

1972 წლიდან იყო რესპუბლიკური კატეგორიის მსაჯი, ხოლო 1980 წლიდან დაინიშნა საკავშირო კატეგორიის მსაჯად.

1987 წლიდან მუშაობდა ქ. სოხუმში თევზკომბინატის დირექტორად.

1989 წელს პირველმა ქართულ–აფხაზურმა კონფლიქტმა გამოიწვია სოხუმის საფეხბურთო გუნდ ,,დინამო”–ს დაშლა. ამის შემდეგ გურამ გაბესკირიას ინიციატივით ჩამოყალიბდა ახალი გუნდი ქ. სოხუმის ,,ცხუმი”, რომლის პირველი პრეზიდენტი თავად გახლდათ.

1990 წლიდან არჩეული იქნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრად.

1992 წელს საომარი მოქმედებების პერიოდში დაინიშნა ქ. სოხუმის მერად. იყო აფაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოს წევრი და მიენიჭა სამხედრო წოდება – პოლკოვნიკი.

1993 წლის 27 სექტემბრეს ქ. სოხუმის მერი გურამ გაბესკირია, აყვანილ იქნა ტყვედ.როდესაც გადამთიელმა უბრძანა: დაიჩოქე!, მან უპასუხა – ,,Никогда в жизни.!”

დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

banner
წინა სტატიაშიმთავარი პროკურორის ექვსნიშნა შემოსავალი და ბინის რემონტში გადახდილი 37 000
შემდეგი სტატიაშსს-მ თბილისში მდებარე ლომბარდებში ჩხრეკა ჩაატარა- ამოღებულია ტელეფონები და სხვადასხვა ტექნიკა