14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 34 წელი გავიდა

14 აგვისტოს აფხაზეთის ომის დაწყებიდან 34 წელი გავიდა.

ომი აფხაზეთში, რომელიც 1992-1993 წლებში 13 თვეს გაგრძელდა,  საქართველოს სამთავრობო ჯარებს, რუსულ სამხედრო შენაერთებსა და სეპარატისტულად განწყობილ ეთნიკურ აფხაზთა ერთ ნაწილს შორის მიმდინარეობდა.

საომარი მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.

სხვადასხვა მხარის ოფიციალური მონაცემებით, კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი ქართველი და 4 ათასი აფხაზი. ასევე, 2 ათასი მოხალისე მებრძოლი ჩრდილოეთ კავკასიიდან. 300 ათასზე მეტი ადამიანი კი დევნილად იქცა.

banner
წინა სტატიაშიპაატა კუნჭულიამ ოზურგეთის მერის თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატიაკობახიძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულად იოსებ ალიბეგაშვილი დანიშნა