აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან მოქალაქეებს მკურნალობის გაგრძელება შეეძლებათ

დღეს გავრცელდა, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან არსებული დროებითი სასაზღვრო გამშვები პუნქტები ორი თვით დაიკეტება გრიპის ვირუსის გამო, რამაც აფხაზეთის მოსახლეობაში, რომელიც დიდად არის დამოკიდებული მეზობელ რაიონებში ან დედაქალაქში არსებულ სხვადასხვა სერვისზე, არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. მოგვიანებით თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უშიშროების ბიუროს წარმომადგენელმა ზურაბ მარღანიამ განმარტა, რომ ის პირები, რომლებიც მკურნალობას გადიან საქართველოს სხვადასხვა საავადმყოფოებში ან სხვა აუცილებელი მიზეზები აქვთ დროებითი საზღვრის გადასალახავად, ისევ შეძლებენ აფხაზეთში შესვლას და გასვლას – ადგილობრივი მედია ავრცელებს.

აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში არსებული H1N1-ის გრიპის გამო დროებითი სასაზღვრო გამშვები პუნტქები იკეტება.
“საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ეპიდემიური სიტუაციის გამო, რომელიც H1N1 შტამის გრიპის ვირუსის გააქტიურებას ეხება და რომელიც სასიკვდილოდ საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, აფხაზეთის უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურმა 10 იანვრის 20 საათიდან ორი თვით საზღვრის გადაკვეთა შეზღუდა” – დე-ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლებამ გაავრცელა.

ასევე, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამაც იგივე მიზეზით დახურა დროებით სასაზღვრო გამშვები პუნქტები. ადგილობრივი უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მითითებულია, რომ აკრძალვა შემდგომი განკარგულების გაცემამდე იმოქმედებს.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი ნარკომანიაზე – არ მიმაჩნია, რომ ციხის სასჯელი იყოს პასუხი ამ ძალიან სერიოზულ სენზე
შემდეგი სტატიადეკანოზი ილია ჭიღლაძე: უკრაინის ავტოკეფალია ესაა რუსული საეკლესიო და იდეოლოგიური იმპერიალიზმის დასამარების დასაწყისი