აფხაზეთის ნაკრები ConIFA–ს მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება

აფხაზეთის ნაკრები მონაწილეობას მიიღებს დამოუკიდებელ საფეხბურთო ასოციაციათა კონფედერაციის მსოფლიო ჩემპიონატში (ConIFA), რომელიც 2018 წლის 31 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით გაიმართება ლონდონში. ამის შესახებ იუწყება ოკუპირებული აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია.
აფხაზური პორტალი Apsny-Life ამასთან დაკავშირებით აქვეყნებს კონფედერაციის ვიცე–პრეზიდენტის დიმიტრი ფაღავას ინტერვიუს. ეს უკანასკნელი აღნიშნავს, რომ დიდმა ბრიტანეთმა საუკეთესო პირობები შესთავაზა კონფედერაციის წევრ ასოციციებს, რაც ტურნირის მაღალ დონეზე ჩატარების გარანტიაა. კერძოდ, ჩემპიონატის ორგანიზებას საკუთარ თავზე იღებს ერთ–ერთი ადგილობრივი ბუკმეიკერული კომპანია.
შეგახსენებთ, ConIFA – ეს არის ფიფას მიერ არაღიარებულ საფეხბურთო ასოციაციების კონფედერაცია, რომელიც დაარსდა 2013 წელს. ამჟამად იგი 25 გუნდს ითვლის. 2016 წლის ჩემპიონატში გამარჯვება აფხაზეთის ნაკრებმა მოიპოვა. კონდედერაციის წევრები, აგრეთვე, არიან: ლაპლანდია, გრენლანდია, დონეცკის რესპუბლიკა, ლუგანსკის რესპუბლიკა, დნესტრისპირეთი, სამხრეთ ოსეთი, ქურდისტანი და სხვა.

banner
წინა სტატიაში“რუსო ჯარისკაცო, წადი სახლში!”
შემდეგი სტატიალეიბორისტული პარტიის წარმომადგენლებმა დღეს თბილისის წყალთან აქცია გამართეს