აფხაზეთის მთავრობის წევრებმა ბათუმში შეხვედრები გამართეს

region
ავტ.: region სექტემბერი 4, 2019 17:46

აფხაზეთის მთავრობის წევრებმა ბათუმში შეხვედრები გამართეს

იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე და ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია ბათუმში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძეს და მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძეს შეხვდნენ.

აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე რეგიონში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილების საჭიროებები განიხილეს და მათ წინაშე არსებული პრობლემების ერთობლივად მოგვარების გზებზე იმსჯელეს.

მათივე ცნობით, აფხაზეთის მთავრობის წევრები აჭარაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდნენ. კონსტანტინე კუჭუხიძე და დავით ფაცაცია კახაბრის №34-ში (ყოფილი ნარკოლოგიურის შენობა) , ხინიკაძის №4-ში, ბენზეს დევნილთა ჩასახლებაში, ლეონიძისა და ლერმონტოვის ქუჩებზე მდებარე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში იმყოფებოდნენ.

„მთავრობის წევრებმა ადგილზე დაათვალიერეს იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობები, მოისმინეს ინფორმაცია ჩასახლებებში არსებული მდგომარეობის შესახებ და მოსახლეობასთან ერთად ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

კახაბრის №34-ში (ყოფილი ნარკოლოგიურის შენობა) მდებარე ობიექტზე მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, ადგილობრივ ხელისუფლებასთან შუამდგომლობის საფუძველზე, დასუფთავების და სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. ასევე, გამოიყო მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებაზე იმუშავებს.

შეხვედრებში იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა მონაწილეობდა“, – აღნიშნულია აფხაზეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

region
ავტ.: region სექტემბერი 4, 2019 17:46

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,233
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics