აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია დევნილებს ბინებით დაკმაყოფილების საკითხში უშუამდგომლებს

სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია და დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამეგრელო -ზემო სვანეთის სოციალური მომსახურეობის სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილე მანუჩარ ჩილაჩავა ფაიფურის დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს „ოდიშინიუსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ შეხვდნენ. სოფ-ტექნიკის ბაღში მცხოვრები 7 ოჯახი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ითხოვს. მათი თქმით გაუსაძლისია ის ყოველდღიურობა , რომელშიც მათ უწევთ ცხოვრება. ბაღის შენობა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით გამოუსადეგარია. აქვთ პრეტენზიები სოციალური ქულების მინიჭებასთან დაკავშირებით. : – „ მე გუშინ მივიღე ინფორმაცია მათი პროტესტის და მოთხოვნის შესახებ. დღეს კი მყისიერად მქონდა რეაგირება მათი პრობლემების და პრეტენზიების მიმართ. ჩვენი უწყების წარმომადგენლები რამოდენიმე დღის წინ იყვნენ აღნიშნულ კოლექტიურ ცენტრში და მე მქონდა ყველა ინფორმაცია მათი გასაჭირის თაობაზე. არც ერთ შემთხვევაში ჩვენი უწყებების დაპირება არ დარჩება ლიტონ სიტყვებად. ეს ადამიანები უმოკლეს ვადებში მიიღებენ ერთჯერად დახმარებებს , შესაბამისი კატეგორიებით. ასევე გავაკეთებ შუამდგომლობას მათი ბინებით უზრუნველყოფის მოთხოვნით. ადამიანებს უნდა სჯეროდეთ ჩვენი და მე, კოორდინირებულად ყველა იმ უწყებასთან ერთად ვინც ირიბად და პირდაპირ კავშირშია, აფხაზეთის მკვიდრთა პრობლემის მოგვარების საკითხში, ყველაფერს გავაკეთებ დევნილი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის „- განუცხადა „ოდიშინიუსს“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოში ქურდობის და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთების გასაღების ფაქტებზე 2 პირი დააკავა
შემდეგი სტატიათიბისის თანადამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს