აფხაზეთის მთავრობის სამეგრელოს წარმომადგენლობის უფროსად ალექსანდრე ჩიკვაიძე დაინიშნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამეგრელო–ზემო სვანეთის მხარის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის პოსტზე ოთარ გოგოხია ალექსანდრე ჩიკვაიძემ შეცვალა. იგი ამ წუთებში უწყებაში იმყოფება და თანამსრომლებს ხვდება.

როგორც ჩიკვაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საკადრო ცვლილებებს არ გეგმას და ამ ეტაპზე სტუქტურის გაცნობით იქნება დაკავებული.

ოთარ გოგოხია დაკავებული თანამდებობიდან გადაყენებულია. სპეციალურ ბრძანებას ოთარ გოგოხიას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ხელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ გუშინ მოაწერა.

 

banner
წინა სტატიაშითავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი ნინუა, პატიმრობიდან გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიავარკეთილში სუპერმარკეტი “ნიკორა” დააყაჩაღეს- დაჭრილია დაცვის თანამშრომელი