აფხაზეთის მთავრობის მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დევნილთაკომპაქტურ ჩასახლებებში COVID-19-ის ტესტირება და სეზონური გრიპის ვაქცინაცია ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთისავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსორგანიზებით, კორონავირუსის შემთხვევათა დროული გამოვლენის და ვირუსისგავრცელების შეკავების მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დევნილთაკომპაქტურ ჩასახლებებში მოსახლეობის COVID-19-ზე სწრაფი ტესტირება დასეზონური გრიპის უფასო ვაქცინაცია ჩატარდა.აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს COVID-19-ისწინააღმდეგ ბრძოლის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ზუგდიდისმუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისმთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, ჯანმრთელობისა და სოციალურიდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისსახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი (გეგა) შენგელია და აფხაზეთიდანიძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემოსვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი კოტე ბასარია.ფართომასშტაბიანი და ნებაყოფლობითი, ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფიტესტირება და სეზონური გრიპის ვაქცინა აფხაზეთიდან იძულებითგადაადგილებულ პირებს ზუგდიდისა და ჯვარის დევნილთა პოლიკლინიკებისსამედიცინო ჯგუფებმა გაუკეთეს. აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალურიდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მოსახლეობას ვირუსის გამოვლენისშემთხვევაში დაწესებული სავალდებულო იზოლაციის შესახებ ინფორმაციამიაწოდეს და COVID-19-ის მსუბუქი შემთხვევების სახლის პირობებში მართვისპროტოკოლით გათვალისწინებული რეკომენდაციები გააცნეს. ტესტირებისშედეგად გამოვლენილ, კორონავირუსით ინფიცირებულ აფხაზეთიდან დევნილებს,პირბადეები და საჭირო მედიკამენტები გადაეცათ. COVID-19-ის საპრევენციო ღონისძიებები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დევნილთაკომპაქტური ჩასახლების სხვადასხვა ლოკაციაზე გუშინ დაიწყო და რამდენიმე დღეგაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიდედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე ტექნიკური მარილი დაიყარა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ჯანდაცვის და სოციალურ მიმართულებას არცერთი თეთრი არ მოჰკლებია