აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ა/რ მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მინისტრად მანანა ქვაჩახია დაინიშნა. ეს თანამდებობა მსახიობ დიმიტრი ჯაიანის გარდაცვალების შემდეგ გახდა ვაკანტური. ჯაიანი 9 დეკემბერს გარდაიცვალა.