აფხაზეთის მთავრობა ბორჯომის 5 ჰექტარის გამწვანებას გეგმავს

ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად განადგურებული 5 ჰექტარ ფართობზე მწვანე საფარის აღდგენას გეგმავს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.
ამის შესახებ  ,,თაიმერს” ინფორმაცია აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ დაუდასტურა.

აფხაზეთის მთავრობა მზად არის როგორც  პირდაპირი აღდგენითი სამუშაოების საწარმოებლად ასევე ფონდში თანხის ჩარიცხვისთვის.
„ჩვენ მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა აღდგენით სამუშაოებში, იქნება ეს ფონდის სახით თანხის ჩარიცხვა თუ პირდაპირ აღდგენითი სამუშაოების წარმოება.
ჩვენ გვყავს კვალიფიციურ სპეციალისტთა ჯგუფი და გვაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება რეკრეაციული და გამწვანების ზონების მოწყობისა.
დღეს, ჩვენს ხელთ არსებული რესურსების გათვალისწინებით, შეგვიძლია 5 ჰექტარი ფართობის სრულად აღდგენა განვახორციელოთ“-აცხადებს ვახტანგ ყოლბაია.

banner
წინა სტატიაშისაოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციები დაამტკიცა
შემდეგი სტატიაგიგლა აგულაშვილი – ჩნდება ცალკეული კერები, თუმცა საფრთხეები შემცირებულია