აფხაზეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის პასპორტის მიღების პროცესი მაქსიმალურად დაჩქარდება და გამარტივდება -ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისივე განცხადებით, ასევე უზრუნველყოფლი იქნება რესპუბლიკის ენერგომომარაგების გადაუდებელი მიწოდების საკითხიც. რუსეთს არ შეუძლია ამ პრობლემის მოგვარების საკითხში განზე გადგეს, – განაცხადა პესკოვმა.