„აფხაზეთის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია“, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე ჩართვისას განაცხადა.
სააკაშვილი აცხადებს, რომ აფხაზეთს დაიბრუნებს ყოველგვარი ომის და უბედურების გარეშე.
„ჩვენი პროგრამა არის აფხაზეთის დაბრუნების პროგრამა, იმიტომ, რომ აფხაზეთის გარეშე ცხოვრება არ წარმომიდგენია. საქართველო ვერ შედგება, თუ არა აფხაზეთი. ის, რომ ახლა ოჩამჩირეში ჩასახლდნენ ეს უწმინდურება, ეს მხოლოდ შანსის მომცემია ჩვენთვის. როგორც კი ჩამოშლა დაიწყება და ამას უკრაინა აუცილებლად უზრუნველყოფს, აუცილებლად შევძლებთ, აფხაზეთის დაბრუნებას ყოველგვარი ომის და უბედურების გარეშე“, – განაცხადა სააკაშვილმა.